BlackRock-მა ამერიკული საფონდო ბირჟის და უმსხვილესი კომპანიების აქციების მიმართ პროგნოზი გააუმჯობესა და პერსპექტივა ნეიტრალურიდან პოზიტიურზე შეცვალა.
$11-ტრილიონიანი საინვესტიციო გიგანტი მიიჩნევს, რომ გაზრდილი შემოსავლები და მდგრადი მოგება, განსაკუთრებით ტექნოლოგიურ სექტორში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტით გამოწვეულ რისკებს აბალანსებს.
ანალიტიკოსების განმარტებით, ოპტიმიზმის საფუძველს ტექნოლოგიური სექტორის შედეგები იძლევა, სადაც 2026 წელს მოგების 43%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რაც AI-ბუმით იქნება განპირობებული.
BlackRock-ის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით, ამერიკული ტექნოლოგიური სექტორის შეფასებები ამჟამად უფრო მიმზიდველია, ვიდრე გასულ წელს, თანაც AI-ბუშტის არსებობასთან დაკავშირებით შიშებიც მილეულია. მსგავს პოზიციას იზიარებენ JPMorgan Chase და Morgan Stanley-ც. უმსხვილესი ბანკების ანალიტიკოსების შეფასებით, დროებითი გეოპოლიტიკური შოკებით გამოწვეული აქციების ვარდნა ინვესტორებისთვის აქტივების შესაძენად კარგ შესაძლებლობას წარმოადგენს.




























