მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Blackstone-მა $18.3 მილიარდად ბიოტექ კომპანია შეისყიდა

hologic

მსხვილმა ამერიკულმა საინვესტიციო ჰოლდინგებმა, Blackstone-მა და TPG Capital-მა ბიოტექნოლოგიური კომპანია Hologic-ი 18.3 მილიარდ დოლარად შეისყიდეს.

ტრანზაქციის განხორციელების შემდეგ, კომპანია სრულად გადავა კერძო საკუთრებაში და მისი აქციები Nasdaq-ის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნება, ინვესტორები კი 6%-იან პრემიუმს მიიღებენ.

Hologic-ის საქმიანობა დაავადებების დიაგნოსტირებას, ძუძუს კიბოს სკრინინგს და პათოლოგიების აღმოჩენას უკავშირდება.

Hologic-ის მიმართ მსხვილი ინვესტორების მხრიდან ინტერესის გამოჩენა იმაზე მიუთითებს, რომ საინვესტიციო ჰოლდინგები ამჟამად ფიქრობენ, რომ ბიოტექნოლოგიური სექტორი სათანადოდ არ არის დაფასებული და ამ მიმართულებით წარმოდგენილ კომპანიების ზრდის დიდი პოტენციალი აქვთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები