მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლინკენი ალიევს მოუწოდებს, ლაჩინის დერეფანი დაუყოვნებლივ გახსნას

63cefc7343995
ალა ისპირიანი
24.01.23 01:00
824
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს მოუწოდა, რომ კომერციული გადაზიდვებისთვის ლაჩინის დერეფანი დაუყოვნებლივ გახსნას.

უწყების ცნობით, ბლინკენმა და ალიევმა ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ლაჩინის დერეფანში ჰუმანიტარული კრიზისის რისკი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარებას ძირს უთხრის.

სახელმწიფო მდივანმა ალიევს მოუწოდა, სომხეთთან ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებებში ძალისხმევა გააორმაგოს. ალიევთან სატელეფონო საუბრისას ბლინკენმა ასევე აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების საკითხი დააყენა.

შეგახსენებთ, რომ ლაჩინის დერეფანი სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს. გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 12 დეკემბრიდან აზერბაიჯანის მოქალაქეების ჯგუფმა, რომლებიც თავს ეკოაქტივისტებს უწოდებენ, ლაჩინის დერეფანი გადაკეტეს, რის შედეგადაც 1100 ადამიანი, მათ შორის 270 ბავშვი სახლში დაბრუნებას ვერ ახერხებს. შედეგად აზერბაიჯანმა სომხეთიდან მთიანი ყარაბაღის მიმართულებით გაზის მიწოდება შეწყვიტა, რამაც მთიანი ყარაბაღის 120 000 სომეხი მაცხოვრებელი ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე დააყენა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები