POLITICO წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი 5-6 თებერვალს ბეიჯინგში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში ბლინკენი ჩინელ კოლეგას ქინ განგს შეხვდება.
ბლინკენის ვიზიტი გაგრძელებაა ჯო ბაიდენსა და სი ძინპინს შორის ნოემბერში ინდონეზიაში გამართული შეხვედრის, სადაც ორ ქვეყანას შორის გაუარესებული ურთიერთობების ფონზე, “კომუნიკაციის ღია ხაზების შენარჩუნების” მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
ჯერჯერობით არც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტსა და არც ჩინეთის მთავრობას ვიზიტის დეტალებზე ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა რამდენიმე კვირის წინ მხოლოდ ის თქვა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი განსახილველ საკითხებს შორის იქნება.