კრიპტოვალუტების ბაზარზე მომუშავე ერთ-ერთი უძველესი კომპანია, Blockchain.com-ი მიმდინარე წელს საფონდო ბირჟაზე აქციების პირველად საჯარო განთავსებას გეგმავს.
პლატფორმა ინვესტორებისგან დაახლოებით $500 მილიონის მოზიდვას აპირებს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ლისტინგის ფარგლებში კომპანიის შეფასება 6 მილიარდ დოლარამდე განისაზღვრა, ანუ IPO-ს შეფასება დაახლოებით ეს იქნება.
როგორც ირკვევა, კომპანიამ აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიას საჯარო განთავსების განაცხადი მიმდინარე წლის დასაწყისში კონფიდენციალურად უკვე წარუდგინა.
ცნობისთვის, Blockchain.com-ი 2011 წელს დაარსდა და ის მომხმარებლებისთვის კრიპტოსაფულესა და სავაჭრო ბირჟას მართავს.
























