მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბლოგერისა და აქტივისტის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია შევიდა

სს

"რუსული კანონის" წინააღმდეგ გამოსული ერთ-ერთი მონაწილის, უჩა აბაშიძის სახლში პოლიცია იმყოფება. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მას სავარაუდოდ არავისთან კონტაქტის საშუალებას არ აძლევენ.

"ტვ პირველის" ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება უჩა აბაშიძეს ადვიკატი, მაგრამ ადვოკატს ბინაში სამართალდამცავები არ უშვებენ. დვოკატმა გიორგი მახარაძემ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსაც მიმართა, თუმცა მათგან მიიღო პასუხი, რომ საქმეში ვერ ჩაერთვებოდნენ, თუ პოლიციის მხრიდან ძალადობის შემთხვევა არ დაფიქსირდებოდა.

უჩა აბაშიძის სახლში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სადაც ნათქვამია, რომ ადვოკატს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრებისა და უჩა აბაშიძესთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ამ დროისთვის მიმდინარეობს უჩა აბაშიძის საცხოვრებლის ჩხრეკა.

ადგილზე მისულია არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატი, რათა დაიცვას უჩა აბაშიძის ინტერესები და დაესწროს საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა, უწყება არ აძლევს მას ბინაში შესვლის და მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობას.

აღნიშნული ცალსახად წარმოადგენს ამ პირის დაცვის უფლების შეზღუდვას, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს.

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებას, ადვოკატს დაუყოვნებლივ მისცეს საგამოძიებო მოქმედებებზე დასწრების და მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრის შესაძლებლობა, ხოლო საქართველოს სახალხო დამცველსა და ადვოკატთა ასოციაციას შეისწავლოს ადვოკატის საქმიანობისთვის ხელშეშლის ფაქტი და მოახდინოს მასზე შესაბამისი რეაგირება”, – წერია საიას განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები