დაზუსტებით ვიცი, [პოლიციელების რიგებში] 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც არ აკმაყოფილებენ - ამის შესახებ გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ TV Pirveli-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი პატიოსანი პოლიციელი ამერიკაში წავიდა და მძღოლად მუშაობს.
"როდესაც უწყებას ჰყავს ნორმალური მენეჯმენტი ის ნორმალურად ოპერირებს და როდესაც არანორმალური მენეჯმენტი ჰყავს - არანორმალურად. ახლა რომ იცოდეთ რამხელა კადრების გადინებაა, ღირსეული პოლიციელების უმრავლესობა ახლა ამერიკაში არიან მძღოლებად. ბევრო ადამიანი უბრალოდ გაიქცა რადგან ამას ვერ შეეგუა, ვიღაც ვერ გაიქცა, ვიღაც ჩაითრიეს, ვიღაც მოისყიდეს, ვიღაც დააშინეს. მათი მხატვარი მიზანი იყო ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მსახურება თითოეული მოქალაქის და ეს ხალხი ამით ამაყობდა და ახლა რაც ხდება ამის აღდგენა წლები დაჭირდება. დაზუსტებით ვიცი, [პოლიციელების რიგებში] 100-ზე მეტი განცხადებაა დაწერილი, რომელსაც არ აკმაყოფილებენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მან ასევე თქვა, რომ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლების პირველი ამოცანა/მოთხოვნა უნდა იყოს სრულად დეპოლიზირებული საჯარო სექტორი, სამართალდამცავი სისტემა და ძალოვნები, რადგან მათი "მძევლად აყვანა" არ მოხდეს, როგორც "ქართული ოცნების" პირობებში მოხდა.
"მომდის ინფორმაციები და არც მინდა ამის გამეორება - მძევლად აყვანა თუ ჯარზეც გადავიდა და აქციების წინააღმდეგ ჯარის ქვედანაყოფების გამოყენებაც დაიწყეს, სახელმწიფოს სრულად დელეგიტიმაცია მოხდება, ამიტომ ნებისმიერი შემდეგი ხელისუფლების პირველი ამოცანა/მოთხოვნა უნდა იყოს სრულად დეპოლიზირებული საჯარო სექტორი, სამართალდამცავი სისტემა და ძალოვნები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.