მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით, 10 უმდიდრესი ადამიანის რეიტინგში ცვლილებებია

5eb5442f78d31
ნათია თაქთაქიშვილი
08.05.20 22:00
1529
Facebook-ის დამფუძნებელმა მაკრ ცუკერბერგმა Bloomberg Billionaire Index-ის მიხედვით, უმდიდრესი ადამიანების სიაში მესამე ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო მონაცემებით, მისი ქონება 80,4 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ის ბოლო პერიოდში 2,04 მლრდ დოლარით გამდიდრდა. ამის შესახებ ინფორმაციას  Bloomberg-ი ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, პლანეტის ყველაზე მდიდარ ადამიანად კვლავ Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი რჩება. მისი ქონება Bloomberg-ზე 143 მლრდ დოლარად არის შეფასებული, წლის განმავლობაში კი ბიზნესმენი 28,3 მლრდ დოლარით გამდიდრდა.

107 მლრდ დოლარის ქონებით სამეულშია კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეითსი. Berkshire Hathaway-ის მფლობელმა უორენ ბაფეტმა კი Bloomberg-ის მილიარდერების სიაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა. ბოლო პერიოდში მისი ქონება 20,7 მლრდ დოლარით შემცირდა და 68,6 მლრდ დოლარი შეადგინა.

Bloomberg-ის სიაში უმდიდრეს ადამიანთა ათეული ასე გამოიყურება:

1. ჯეფ ბეზოსი - 143 მილიარდი დოლარი
2. ბილ გეითსი - 107 მილიარდი დოლარი
3. მარკ ცუკერბერგი - 80,4 მილიარდი დოლარი
4. ბერნარ არნო - 77 მილიარდი დოლარი
5. უორენ ბაფეტი - 68,6 მილიარდი დოლარი
6. სტივ ბალმერი - 66,5 მლრდ დოლარი
7. ლარი პეიჯი - 65,5 მლრდ დოლარი
8. სერგეი ბრინი - 63,5 მლრდ დოლარი
9. ლარი ელისონი - 59,3 მილიარდი დოლარი
10. მუკეშ ამბანი - 54,7 მლრდ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები