შესაძლოა, დუბაის მოსახლეობა 10%-ით შემცირდეს, რადგან არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქს ემიგრანტები ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცლელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ემიგრანტების მიერ ქალაქის დატოვებას ნეგატიური გავლენა ექნება ქვეყნის ეკონომიკაზე, რადგან მისი ეკონომიკური მოდელი უცხოელი რეზიდენტების შრომაზეა დაფუძნებული.
Bloomberg-ის მიხედვით, ერთ-ერთი ემიგრანტი სარა სისონი, რომელიც 25 წელია დუბაიში ცხოვრობს, აცხადებს, რომ კორონავირუსის ფონზე ქვეყანაში მდგომარეობა გაუარესდა.
„მართალია, დუბაი ჩემთვის მშობლიური სახლივითაა, მაგრამ ძალიან ძვირიანი ქალაქია. აქ, სამწუხაროდ, ემიგრანტების ინტერესებს არავინ იცავს. თუ ავსტრალიაში დავბრუნდები, სამსახური რომ არც მქონდეს, უფასო სკოლა და ჯანდაცვის პოლისი მაინც გარანტირებულად მექნება“, - აცხადებს სარა სისონი.
ანალიტიკური ორგნიზაცია Oxford Economics-ი აცხადებს, რომ დუბაიმ კორონავირუსის პანდემიის გამო, შესაძლებელია, 900,000 სამუშაო ადგილი დაკარგოს, რაც ქალაქის მოსახლეობის, დაახლოებით, 10%-ია და თუ იმას გავითავლისწინებთ, რომ დუბაის მოსახლეობის 90% უცხოელი რეზიდენტებისგან შედგება, პოტენციურად ქალაქის მოსახლეობა ამდენივე პროცენტით შემცირდება.