მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 2.81 ლარს გადასცდა

bloomberg
28.05.24 12:28
702

Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში ამჟამად ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.8147 ლარს შეადგენს. დღევანდელი ვაჭრობა დოლართან მიმართებით 2.7849 ლარის კურსზე გაიხსნა და ის "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ "რუსულ კანონზე" პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის სხდომის შეკრების პარალელურად გაუფასურდა.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ წინა ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7680 ლარს შეადგენდა, დღევანდელი ვაჭრობით ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი მაღალი ალბათობით გაუფასურდება.

კომერციულ ბანკებში ერთი დოლარის შეძენა 2.84-2.88 ლარის ფარგლებში არის შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები