15 თებერვლის ვაჭრობა Bloomberg-ის სისტემაში ლარის გაუფასურებით დაიწყო, ამჟამად კურსი 3.0025-ს შეადგენს, რაც 0.025-ით მეტია ვაჭრობის გახსნისას არსებულ კურსზე.
ოფიციალური კურსით კი დღეს ერთი დოლარი, 2.9687 ლარი ღირს, სავარაუდოდ კურსი დღეს გაუფასურდება.
იანვრის ბოლოდან თებერვლის პირველი ნახევრის შუალედში ლარის გაცვლითი კურსი 4.5%-ით გამყარდა, თუმცა რამდენიმე დღეს კურსმა კვლავ გაუფასურება დაიწყო.




























