მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

60b60e2aab586
შოთა ტყეშელაშვილი
01.06.21 14:40
1889
Bloomberg-ის სისტემაში ერთი დოლარის ღირებულება 3.2540 ლარი გახდა. 1 ივნისის ვაჭრობა 3.2585-ის კურსით გაიხსნა, რაც შემდგომში 0.45 თეთრით შემცირდა და ამჟამად 3.2540 ლარს შეადგენს.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, მას საქართველოს ეროვნული ბანკი 17:00-ზე გამოაქვეყნებს, თუმცა თუკი ოფიციალური კურსით ერთი დოლარის ღირებულება 3.26 თეთრზე ნაკლები იქნება, მაშინ ეს გაცვლითი კურსი 2021 წლის განმავლობაში ყველაზე მყარი იქნება. 

უკანასკნელი 30 დღის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 15 თეთრზე მეტად გამყარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები