მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bloomberg-ის სისტემაში ლარი მყარდება - ამჟამად ერთი დოლარი 2.76 ლარი ღირს

ვალუტის კურსი

16 მაისის ვაჭრობა Bloomberg-ის სავალუტო სისტემაში ლარის გამყარებით დაიწყო. ვაჭრობა 2.82-ის კურსზე გაიხსნა და ის რამდენიმე საათში 2.76-მდე შემცირდა.

ეს ჯერ ოფიციალური გაცვლითი კურსი არაა, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად დოლარის ოფიციალური კურსი 4.59 თეთრით 2.7323 ლარამდე გაიზარდა, ამასთან გუშინ Bloomberg-ის სისტემაში გაუფასურება სამუშაო საათების შემდგომ საათებშიც გაგრძელდა და დოლარის კურსმა 2.82-საც მიაღწია, დღეს კი ვაჭრობა გამყარებით გაიხსნა.

ამ გამყარების მიუხედავად, მაღალი ალბათობით ოფიციალური გაცვლითი კურსი დღესაც გაუფასურდება და ის დოლართან 2.75-2.76 ლარს დაუახლოვდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები