საბერძნეთი და მალტა მთავარ დაბრკოლებად იქცნენ ევროკავშირის წინადადების წინააღმდეგ, რომელიც გულისხმობს რუსული ნავთობის ფასების ლიმიტის ნავთობის გადაზიდვისთვის საჭირო საზღვაო სერვისების აკრძალვით ჩანაცვლებას.
როგორც bloomberg ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, სამხრეთ ევროპის ორმა ქვეყანამ ამ ნაბიჯთან დაკავშირებით შეშფოთება ორშაბათს, ევროკავშირის ელჩების შეხვედრაზე გამოთქვა, სადაც ბლოკის უახლესი სანქციების პაკეტი წარადგინეს.
კერძოდ, მათ გამოთქვეს შიში, რომ ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს ევროპის გადაზიდვების ინდუსტრიასა და ენერგიის ფასებზე. მათ ასევე მოითხოვეს განმარტებები უცხოური პორტების სანქციების დაწესებისა და გემების გამყიდველების ზედამხედველობის გამკაცრების წინადადებებთან დაკავშირებით.
რუსული ნედლი ნავთობის საზღვაო მომსახურების სრული აკრძალვა ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტის ცენტრალური ნაწილია, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ განიხილება უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ.




























