მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Bloomberg: ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს

5e6bb942b0b4b
თამთა ჯიჯავაძე
13.03.20 20:44
990
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას აპირებს კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად. როგორც Bloomberg-ი წერს, თეთრი სახლის ლიდერს სურს აამოქმედოს „სტეფორდის აქტი“, რაც შტატებისა და მუნიციპალიტეტებისთვის უფრო მეტ ფედერალურ დახმარებას ითვალისწინებს.

როგორც მოსალოდნელია ტრამპი პრესკონფერენციას გამართავს ადგილობრივი დროით 3 საათზე ვაშინგტონში. ამასთან, დოლანდ ტრამპი ესაუბრა საფრანგეთის ლიდერ ემანუელ მაკრონს და განაცხადა, რომ ლიდერები მზად არიან ვიდეოკონფერენციის ორგანიზებისთვის, რომელიც კორონავირუსის ვაქცინის შექმნის მცდელობებს და მკურნალობის გზებს დაეთმობა. ასევე ლიდერები იმსჯელებენ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან ვირუსის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის დასახმარებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები