მილიარდერი ჯეფ ბეზოსის კომპანიის, Blue Origin-ის რაკეტით რიგით 34-ე ფრენა განხორციელდა. დასავლეთ ტეხასიდან აფრენილმა ხომალდმა სუბორბიტულ სივრცეში ადამიანები მე-14-დ აიყვანა.
ფრენა, რომლის ფარგლებშიც დედამიწის გარეატმოსფერულ სივრცეში 6-მა ადამიანმა იმოგზაურა, 10 წუთს გაგრძელდა.
აღსანიშნავია, რომ რიგით 34-ე ფრენაში მონაწილეობა კრიპტომილიარდერმა ჯასტინ სანმაც მიიღო. ადამიანმა, რომელმაც 2021 წელს Blue Origin-ის ხომალდით გაფრენაში $28 მილიონი გადაიხადა, თუმცა რაკეტაზე მოხვედრა ვერ მოახერხა. როგორც სანმა დაბრუნების შემდეგ განაცხადა, სუბორბიტაზე მოხვედრა და უწონადობის მდგომარეობაში ყოფნა მისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო.
ჯეფ ბეზოსმა Blue Origin-ის რაკეტების კომერციალიზაცია და მათი კომსოსური ტურიზმის ხელშესაწყობად გამოყენება ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო. სავარაუდოდ, 3 აგვისტოს გამართული რიგით მე-14 ფრენა მხოლოდ ერთ-ერთია იმ უამრავი ფრენიდან, რომელსაც კომპანია მომავალში განახორციელებს.




























