მსხვილი ავტომწარმოებელი კომპანიები - გერმანული BMW და ამერიკული Tesla ევროკავშირის აღმასრულებელ ორგანოს სასამართლოში უჩივიან.
ბრალდების მხარის მტკიცებით, ევროკავშირმა დააწესა სავაჭრო ტარიფები ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილების ბატარეების წინააღმდეგ, რომელსაც არა მარტო ჩინური, არამედ ევროპული და ამერიკული კომპანიებიც იყენებენ, მათ შორის: Tesla და BMW.
შესაბამისად, ჩინეთის წინააღმდეგ მიმართული ტარიფის ამოქმედება ევროკავშირის ბაზარზე დასავლური ბრენდების მიერ წარმოებული ელექტრომობილების გაძვირებას იწვევს, რაც არასამართლიან პირობებს ქმნის და აზიანებს როგორც მომხმარებელს, ასევე საავტომობილო ინდუსტრიას.
ევროკავშირში ჩინეთში წარმოებული EV-ების წინააღმდეგ ტარიფების მოცულობა 10-45%-ის ფარგლებშია, რაც პროდუქციის მკვეთრ გაძვირებას იწვევს.
მაგალითად, Tesla, რომელიც ყველაზე მოთხოვნადი საავტომობილო ბრენდია, ევროკავშირის ბაზრისათვის გათვლილ ავტომობილებს ჩინეთში აწარმოებს, ანუ ანტი-ჩინური სანქცია ამერიკული კომპანიის წინააღმდეგაც მოქმედებს.