მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BNP Paribas-მა $5.3 მილიარდად AXA Investment-ის შესყიდვა გადაწყვიტა

BNP AXA

ფრანგულმა საბანკო-საფინანსო გიგანტმა, BNP Paribas-მა 5 მილიარდ 300 მილიონ დოლარად AXA Investment-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. ზემოხსენებული კომპანია AXA Group-ის შვილობილია და ის საინვესტიციო საქმიანობითაა დაკავებული, განსხვავებით AXA-ის ძირითადი საქმიანობისგან, რომელიც დაზღვევას წარმოადგენს.

როგორც ჩანს, გარიგების პირობებზე ორივე მხარე თანახმაა, რაც იმას ნიშნავს, რომ BNP-ის საინვესტიციო პორტფელის გაფართოება, ხოლო AXA Group-ს ნაღდი ფულის მიღება და სადაზღვევო საქმიანობის გაძლიერება სურს.

თუკი მარეგულირებელი ორგანოს მხრიდან ტრანზაქცია დასტურს მიიღებს, მაშინ ევროპაში ახალი საინვესტიციო ჰოლდინგი გაჩნდება, რომლის აქტივების მოცულობა 1.5 ტრილიონ დოლარს მიაღწევს, რაც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი იქნება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ბანკები განსაკუთრებით ხშირად ირჩევენ შესყიდვისა და შერწყმის სტრატეგიას, რაც მზარდი კონკურენციით და იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ინვესტორები და კლიენტები, როგორც წესი, უმსხვილეს ჰოლდინგებს ირჩევენ, რაც შედარებით მცირე ზომის მოთამაშეებს გაერთიანებისაკენ უბიძგებს.

აქვე, სადაც მასშტაბები ვახსენებთ, ზემოხსენებული კომპანიების საბაზრო შეფასებაზეც უნდა ვისაუბროთ. BNP-ის კაპიტალიზაცია 67 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო AXA Group-ის შეფასება $77 მილიარდია, თუმცა უშუალოდ საინვესტიციო მიმართულებას, როგორც ჩანს, ინვესტორები $5.3 მილიარდად აფასებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები