მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბობ მეიერმა ანაკლიის საკითხზე არბიტრაჟში დავა წააგო და $6.5 მილიონის გადახდა დაეკისრა - სამინისტრო

ვაშინგტონის არბიტრაჟი

საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ (ICSID-ის საქმე # ARB/20/28) მეიერმა დავა წააგო და 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა - ამის შესახებ განცხადება იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული დავის ფარგლებში ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. თუმცა, ხაზარაძე და ჯაფარიძე ვაშინგტონის არბიტრაჟში არ დავობდნენ.

დავა მიმდინარეობდა ბობ მეიერის მხრიდან და ეხებოდა საკითხს იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება

საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ“ დავა 2020 წლის 11 აგვისტოდან მიმდინარეობდა (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), რაზედაც საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრმა (ICSID) ჰოლანდიელი ინვესტორის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

იუსტიციის სამინისტრო წერს

" აღნიშნული დავის ფარგლებში ხაზარაძისა და ჯაფარიძის ჰოლანდიელი პარტნიორი ბობ მეიერი ითხოვდა 64 მილიონი აშშ დოლარის გადახდას, თუმცა, არბიტრაჟმა მისი ყველა მოთხოვნა უარყო და მას თავად დააკისრა საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ 6,5 მილიონი აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება".

ბობ მეირი წერს

“ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი.ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების – ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში".

შეგახსენებთ, დავა არბიტრაჟში 2020 წელს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმაც დაიწყო.კონსორციუმი მიუთითებდა, რომ საქართველოს მთავრობამ გადადგა მიზანმიმართული ნაბიჯები, რომელთა შედეგადაც ინვესტორს ხელი შეეშალა და პროექტის განხორციელება ვერ მოხდა.

აღნიშნულ დავაში მთავრობის ინტერესებს საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ი იცავდა, რომელმაც გასული 4 წლის განმავლობაში მომსახურების გასამრჯელოს სახით 70 მილიონი ლარი მიიღო.

პარიზის არბიტრაჟმა განაჩენი 2024 წლის 30 ივლისს გამოიტანა და კონსორციუმის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები