მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing 737 MAX-ში ტექნიკური პრობლემა ისევ აღმოაჩინეს

5e25a0a5b3b4f
ნათია თაქთაქიშვილი
20.01.20 17:10
1132
კორპორაცია Boeing-მა 737 MAX-ის ტიპის თვითმფრინავის განახლებულ პროგრამულ უზრუნველყოფაში კიდევ ერთი ხარვეზი აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ახალი გაუმართაობა აშშ-ში, აიოვას შტატში ჩატარებული ტექნიკური შემოწმების დროს აღმოაჩინეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ მთელი ინფორმაცია გაუმართაობის შესახებ როგორც - მიმწოდებლებს, ასევე კლიენტებს გაუგზავნეს. კერძოდ, პრობლემა სისტემური მონიტორების გამართული მუშაობის შემოწმების პროცესს უკავშირდება.

ცოტა ხნის წინ, Boeing-მა განაცხადა, რომ კომპანიის შეკვეთები ბოლო 20 წლის ისტორიულ მინიმუმზეა; აღნიშნულს ის 737 Max-ს უკავშირებს.

Boeing-ის ცნობით, გასულ წელს სულ 54 თვითმფრინავის შეკვეთა მიიღეს, მაშინ როცა 2018 წელს აღნიშნული რიცხვი 893-ს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა აკრძალეს.

შეგახსენებთ, Boeing 737 Max 10-14 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. Boeing 737 MAX-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები