მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Boeing-ის შეკვეთები ისტორიულ მინიმუმზეა -კომპანიამ მხოლოდ 54 თვითმფრინავი გაყიდა

5e202c9bd5164
ნათია თაქთაქიშვილი
16.01.20 22:00
1349
Boeing-მა განაცხადა, რომ კომპანიის შეკვეთები ბოლო 20 წლის ისტორიულ მინიმუმზეა, აღნიშნულს კი 737 Max-ს უკავშირებს. ამის შესახებ BBC-ი იუწყება.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ამერიკულმა კომპანიამ დაკარგა თვითმფრინავის უდიდესი მწარმოებელის ტიტული, მისი ევროპული კონკურენტის Airbus-ისგან განსხვავებით.

Boeing-ის თქმით, შეკვეთებმა სულ 54 თვითმფრინავი შეადგინა, მაშინ როცა გასულ წელს აღნიშნული რიცხვი 893-ს აღწევდა.

აღსანიშნავია, რომ ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing-მა რეპუტაცია დაკარგა და ავიაკატასტროფის შემდეგ Boeing 737 Max-ის ფრენები თავიანთ საჰაერო სივრცეში აკრძალა აშშ-მა, ჩინეთმა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა.

შეგახსენებთ, Boeing 737 Max 10-14 მარტს ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 157 მგზავრი და ეკიპაჟის 8 წევრი დაიღუპა. Boeing 737 MAX-მა ავიაკატასტროფა 2018 წლის ნოემბერშიც განიცადა და მაშინ 189 ადამიანი დაიღუპა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები