მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BOGG PLC სომხეთის ნომერ პირველ ბანკს ყიდულობს

ამერიაბანკი
19.02.24 11:17
3785

BOGG PLC-იმ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის, "ამერიაბანკის" აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განაცხადა. ტრანზაქციის მოცულობა 303,6 მილიონი აშშ დოლარია.

შეთანხმებამ საბოლოო დადასტურებამდე რეგულატორული პროცედურები უნდა გაიაროს, რის შემდეგაც "ამერიაბანკი" ოპერირებას არსებულ მენეჯმენტთან ერთად გააგრძელებს როგორც ჯგუფში შემავალი, დამოუკიდებელი შვილობილი კომპანია და შეინარჩუნებს საკუთარ ბრენდსა და კორპორაციულ იდენტობას.

ტრანზაქცია BOGG PLC-ის მისცემს შესაძლებლობას, გაზარდოს მასშტაბები და გეოგრაფიული არეალი მეზობელ, სწრაფად მზარდ ეკონომიკაში შესვლის გზით. საქართველოს ბანკის ჯგუფის ექსპერტიზა ამერიაბანკის არსებულ, გამოცდილ მენეჯმენტის გუნდს დაეხმარება ბანკის განვითარებისთვის დასახულ მიზნებს კიდევ უფრო სწრაფად მიაღწიოს.

ამერიაბანკი მრავალფეროვანი არხების და ციფრული პლატფორმების საშუალებით, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სხვადასხვა საბანკო პროდუქტებსა და სერვისებს სთავაზობს. ის ყველაზე მსხვილი ფინანსური ინსტიტუტია სომხეთში. წამყვან პოზიციასთან ერთად, "ამერიაბანკს" აქვს მაღალი პოტენციალი კიდევ უფრო სწრაფი განვითარებისა და ზრდის, განსაკუთრებით საცალო, მცირე და საშუალო ბიზნესების მიმართულებით.

Bank of Georgia Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე: „დღეს ჩვენ სომხეთის წამყვანი უნივერსალური ბანკის აქციების 100%-ის შესყიდვის შესახებ განვაცხადეთ. ამერიაბანკი ნომერ პირველი ბანკია მომხმარებელს შორის ნდობითა და ცნობადობით. საქართველოს ბანკის ჯგუფი ამერიაბანკს ქართულ ბაზარზე უკვე მიღწეული წარმატების გაზიარებით გააძლიერებს. მსურს მადლობა გადავუხადო "ამერიაბანკის" გუნდს საკმაოდ დატვირთულ სამუშაო რეჟიმში თანამშრომლობისთვის. მოუთმენლად ველი მათთან მუშაობას“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები