ბოლნისში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 5 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ინფიცირებულები თბილისში, სხვადასხვა კლინიკებში არიან გადაყვანილი.
მათივე ცნობით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლების ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემილოგები სიტუაციას სწავლებენ. ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ყველა, ვისთანაც აღნიშნულ პირებს შეხება ჰქონდათ, თვითიზოლაციაში არიან გადასული.




























