მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ბოლო 2 პაციენტიდან ერთი ეროვნული ბანკის თანამშრომლის კონტაქტია და თვითიზოლაციაში იყო"

5e9177ea37181
ინგა მურუსიძე
11.04.20 12:01
814
კორონავირუსით ინფიცირებული ბოლო 2 პაციენტიდან ერთი ეროვნული ბანკის კლასტერიდანაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ჩვენს ცენტრში კვლავ საყურადღებოა და მძიმე გვყავს სამი პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ. მდგომარეობა არც ერთის არ გაუმჯობესებულა, თუმცა სტაბილურად არიან. გუშინ ჩვენთან ტესტირება ჩატარდა 15 პაციენტზე და ერთი დადასტურება მივიღეთ. ის არის ეროვნული ბანკის კლასტერიდან. ეს მოქალაქე თვითიზოლაციაში იმყოფებოდა და როგორც კი სიმპტომები გამოაჩნდა, მაშინვე მოგვმართა“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები