საქართველოში საყოველთაო ვაქცინაციის დაწყების შემდეგ 2 დეკემბერის მონაცემებით სულ 2 197 838 აცრაა ჩატარებული.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ მცირე 1 დოზით 1 175 379 ადამიანია ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 41.4%-ია.
სრულად აცრილთა რაოდენობამ კი 1 მლნ-ს გადააჭარბა. შედეგად დღეისთვის სრულად 1 005 740 ადამიანია აცრილი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 35.2%-ს შეადგენს.
რაც შეეხება დღიური აცრის მაჩვენებელს, 1 დეკემბერს 11 099 ადამიანი აიცრა, რა დროსაც ყველაზე მეტი 3 659 აცრა თბილისში ჩატარდა, იმერეთში - 1 441; სამეგრელო-ზემო სვანეთი - 1 287; აჭარაში - 1 209; ქვემო ქართლი - 973; კახეთი - 820; შიდა ქართლი - 601; გურია - 447; სამცხე-ჯავახეთი - 311; მცხეთა-მთიანეთი - 264; რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი - 87.




























