საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით სრულად, ორჯერადად აცრილი მოქალაქეების რიცხვმა 229 236 ადამიანს მიღწია.
საქართველოს მასშტაბით ჩატარებულია 767 882 აცრა, მათ შორის ბოლო 24 საათში 26 524 აცრა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროცესი 4 წარმოების ვაქცინით - Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac-ით მიმდინარეობს.




























