ბოლო 24 საათში დადასტურებულ შემთხვევათა უმრავლესობა რეგიონებიდანაა, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნის მაშტაბით, covid-19-ის 10 ცენტრში სულ 199 პაციენტი მკურნალობს.
„გუშინ დღე-ღამის განმავლობაში დაგვემატა 14 დადასტურებული შემთხვევა. covid-19-ის 10 ცენტრში სულ 199 პაციენტი მკურნალობს. ჩვენ გვყავს ორი საყურადღებო პაციენტი, მათგან ერთთან შეიმჩნევა სტაბილიზაცია, ხოლო მეორეს შემთხვევაში, სტაბილიზაცია ჯერ მიღწეული არ არის. დანარჩენ მძიმე პნევმონიის მქონე პაციენტებში მდგომარეობა არ გაუარესებულა, რაც იმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ვივარაუდოთ, რომ მდგომარეობა კეთილსაიმედო იქნება. ახალი 14 პაციენტიდან ერთი მარნეულის კლასტერია, უმეტესობა - ქობულეთის, ასევე - იმერეთის, თბილისიდან კი, რამდენიმე შემთხვევაა“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.




























