სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 26 320 და გამოჯანმრთელების 9 555 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, ვირუსმა ქვეყანაში კიდევ 44 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
2 თებერვლის სრული კოვიდ-სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 1 226 444, ბოლო 24 საათში - 26 320
მათ შორის გამოჯანმრთელებული - 1 030 065 , ბოლო 24 საათში - 9 555
მათ შორის გარდაცვლილი - 15 060 , ბოლო 24 საათში - 44
ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 84 658, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 59 912, PCR ტესტით - 31 746
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 31,09%, ბოლო 14 დღის - 23,4%, ბოლო 7 დღის - 26,38%
სულ აცრილია - 2 730 067, დღიურად აცრილია - 6 714
კარანტინის რეჟიმში - 34
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 5 522
კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 2 041.




























