მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 24 საათში ილონ მასკმა ზელენსკის შესახებ 6-ჯერ დატვიტა

ილონ მასკი / X

ბოლო 24 საათში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის და მის პოლიტიკას ექვსი ტვიტი მიუძღვნა. მილიარდერის განცხადებით, ამერიკელთა თვალში ზელენსკის რეპუტაცია საგრძნობლად შეირყა, ხოლო პრეზიდენტის მიერ ომის არდასრულება ბოროტი და არაჰუმანური ნაბიჯია. ილონ მასკი უკრაინის პრეზიდენტის მიერ ლონდონის საერთაშორისო სამიტზე დასწრებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იმ დროს, როცა უკრაინელები იღუპებიან, პრეზიდენტი მედიდურ ვახშმებს ესწრება. მისივე თქმით, ზელენსკის უსასრულო ომი სურს, რადგან მშვიდობის შემთხვევაში მას ყურადღება მოაკლდება.

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ილონ მასკი ინტერნეტში იმდენად აქტიური ადამიანია, რომ რამდენიმე წლის წინ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელის, Twitter-ის შეძენა გადაწყვიტა. მას შემდეგ, Twitter-ის სახელწოდება X-ით შეიცვალა, ხოლო ილონ მასკი ქსელის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელი გახდა. მილიარდერის საყვარელ თემებს შორის ტექნოლოგიებს და კრიპტოვალუტებს ვხვდებით, მაგრამ ბოლო დროს, მასკი ასევე აქტიურობს პოლიტიკურ კონტექსტში, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინის ომის ჭრილში.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ილონ მასკის გარდა ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართ არც თუ ისე დადებითად არის განწყობილი აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. როგორც დონალდ ტრამპმა სახლის ოვალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინისთვის მშვიდობა არ სურს. მანამდე კი, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის დიქტატორი უწოდა, რადგან უკრაინაში არჩევნები აღარ იმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები