ბოლო 24 საათში კორონავირუსი 40-მა მოქალაქემ დაამარცხა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 11-ით, 1447-მდე გაიზარდა.
27 აგვისტოს განახლებული სტატისტიკა კი ასეთია:
გარდაცვლილი - 19
კარანტინის რეჟიმში - 6010
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 236
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41