ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 617 ადამიანი, 23 კი გარდაიცვალა.
10 იანვრის COVID-სტატისტიკა კი ასეთია:
• კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 239229 , ბოლო 24 საათში - 1143
• მათ შორის გამოჯანმრთელებული - 225335 , ბოლო 24 საათში - 617
• მათ შორის გარდაცვლილი - 2773 , ბოლო 24 საათში - 23
• ბოლო 24 საათში ჩატარებული კვლევა ტესტით - 11155, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 6758, PCR ტესტით - 4397
• კარანტინის რეჟიმში - 452
• სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 3894
• კლინიკურ სასტუმროში მყოფი პირები - 746.




























