საქართველო აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტიორთა ტოპ 10 ქვეყანას შორისაა.
ღვინის ეკონომისტთა ამერიკული ასოციაციის (AAWE) მონაცემებით, 2023 წელს აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტმა 159 334 100 დოლარი შეადგინა, ორგანული ღვინის იმპორტის 80% ახალ ზელანდიაზე მოდის.
საქართველო ტოპ-10 ქვეყანას შორის მე-10 პოზიციაზეა. ოკეანეს გაღმა 373 ათასი დოლარის წითელი, ორგანული ღვინო გავიდა.
აშშ-ში ორგანული ღვინის იმპორტით პირველ ადგილზეა ახალი ზელანდია - 127 მლნ დოლარის იმპორტით, ხუთეულში არიან იტალია - 12.4 მლნ დოლარი, საფრანგეთი - 6.58 მლნ დოლარი, არგენტინა - 4.09 მლნ დოლარი, ესპანეთი - 2.91 მლნ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ 2013-2023 წლებში აშშ-ში საქართველოდან ღვინის ექსპორტი 0.8 მლნ დოლარიდან 5.2 მლნ დოლარამდე გაიზარდა. 2023 წელს ქართულმა ღვინომ აშშ-ში ღვინის იმპორტის ღირებულების 0.078% შეადგინა. 2013 წლის წელს ეს მაჩვენებელი 0.016% იყო. ბოლო წლებში აშშ-ში ღვინის ექსპორტი მზარდია. პიკური მაჩვენებელი 5.4 მლნ დოლარის ექსპორტი 2022 წელს დაფიქსირდა.