NCDC-ის მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 25,933 აცრა ჩატარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. დღეისთვის ორჯერადად ვაქცინირებულია 218,167 ადამიანი, რაც მოსახლეობის 5.9%-ია, მინიმუმ ერთი დოზით კი აცრილია 497,752 ადამიანი, რაც მოსახლეობის 13.3%-ია.
პარალალურად, რეკორდული ტემპებით იზრდება ახალი ინფიცირების შემთხვევები, რაც მიმდინარე კვირაში ყოველდღიურად 5,000 ახალ ინფიცირებულს აჭარბებს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში გამოვლინდა ინფიცირების 5,128 შემთხვევა.
12 აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში COVID-19-ის 47,601 აქტიური შემთხვევაა, რაც ვირუსის გავრცელების რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის 1.3%-ს ამჟამად კოვიდით არის ინფიცირებული. უფრო მარტივად, ყოველ 100 ადამიანს შორის 1-ზე მეტს დღეს COVID-19 აქვს.




























