მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 3 თვეში აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში გავლის საშუალება 125 კომერციულ ირანულ გემს არ მისცა

ჰორმუზი

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ ბოლო 3 თვეში 125 ირანული კომერციულ ხომალდი გააბრუნა უკან.

როგორც ირკვევა, ამერიკულმა ძალებმა დაწესებული მკაცრი შეზღუდვების ზედმიწევნით დაცვა მას შემდეგდ დაიწყეს, რაც მთავრობამ ივლისში ბლოკადა განაახლა.

CENTCOM-ის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებული მონაცემებით, ხომალდების გადამისამართების ეს მაჩვენებელი 30 სექტემბრის მდგომარეობას ასახავს. ამერიკული მხარის განცხადებით, საზღვაო ოპერაცია მიზნად რეგიონში მოქმედი სავაჭრო შეზღუდვების მკაცრ აღსრულებას ისახავს.

შეგახსენებთ, ამ სტრატეგიულ საზღვაო დერეფანზე ომის დაწყებამდე გლობალური ნავთობვაჭრობის დაახლოებით 25% და თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდების 20% მოდიოდა. სწორედ ამ საკვანძო მარშრუტის შეფერხების საფრთხემ გამოიწვია ის ენერგეტიკული კრიზისი, რომლის გამოსწორებასაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები