მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო 4 წელში თბილისში ჰაერის სისუფთავე გამოვასწორეთ - კახა კალაძე

6142f3623ba92
ვიქტორია მღებრიშვილი
16.09.21 11:35
1310
დედაქალაქის მერობის კანდიდატის კახა კალაძის განცხადებით, მისი მერობის პერიოდში - ბოლო 4 წლის განმავლობაში ჰაერის სისუფთავე გამოსწორდა. ამის შესახებ მან გარემოს დაცვის პოლიტიკის ნაწილში საარჩევნო პროგრამის წარდგენისას განაცხადა.

პრეზენტაციის წარდგენისას მან რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჰაერის გასუფთავების მიმართულებით მდგომარეობის გაუმჯობესების რესურსი ჯერ კიდევ არის.

„სუფთა ჰაერი - ჰაერის მტვრით დაბინძურების შემცირება მინიმუმ 15%-ით. ბოლო 4 წლის განმავლობაში ეკოლოგიური მდგომარეობა, ჰაერის სისუფთავე გამოვასწორეთ, მაგრამ კიდევ გვაქვს რესურსი და მომდევნო წლებში ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ 15%-ით შევამციროთ დაბინძურება“, - განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები