მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო 5 დღეში უკრაინამ 200 კვ.კმ ტერიტორია დაიბრუნა

უკრაინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო ხუთ დღეში რუსეთის ჯარებისგან 201 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია გაათავისუფლეს, რაც ბოლო ორნახევარი წლის განმავლობაში მათი ყველაზე სწრაფი სამხედრო წინსვლაა. ამჟამად, მთავარი კონტრშეტევა ზაპოროჟიედან აღმოსავლეთით 80 კილომეტრში აქტიურად მიმდინარეობს.

ამასთან, წარმატებულად ვითარდება ოპერაციები ხარკოვის, კოსტიანტინივკას, პოკროვსკისა და ნოვოპავლოვკას მიმართულებებზე. მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ უკრაინის მიერ ბოლო ერთ კვირაში მიღწეული სამხედრო წარმატება სრულად ანეიტრალებს რუსული ძალების მიერ 2025 წლის დეკემბერში მიღწეულ ტერიტორიულ წინსვლას.

როგორც ირკვევა, ეს სწრაფი ტაქტიკური წარმატება განაპირობა ილონ მასკის Starlink-ების გამოყენებაზე რუსეთისთვის დაწესებულმა შეზღუდვებმა. შეგახსენებთ, თვის დასაწყისში ამერიკელმა ბიზნესმენმა დადო პირობა, რომ გააკეთებდა ყველაფერს, რათა ფრონტის ხაზზე მყოფ რუს სამხედროებს მისი სატელიტური ინტერნეტის გამოყენება და ამით ბრძოლის ველზე უპირატესობის მოპოვება ვეღარ შეძლებოდათ.

თავის მხრივ, მასკის გეგმის შესრულებაში წვლილი შეიტანეს უკრაინულმა კიბერდანაყოფებმაც, რომლებმაც 2,420 უკანონოდ მოპოვებული ტერმინალი გამოავლინეს და SpaceX-ის ხელშეწყობით გათიშეს. ანალიტიკოსების შეფასებით, სწორედ ამ ნაბიჯმა წაართვა ფრონტზე კონტროლის კრიტიკული შესაძლებლობა რუსეთს.

ცნობისთვის, რუსული არმია იქამდე Starlink-ს სხვა მიზნებთან ერთად Shahed-ის ტიპის ირანული დრონების ზუსტი მართვისთვისაც იყენებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები