მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

მასკის თქმით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ Starlink-ის გამოყენებას ვეღარ შეძლებს

starlink

SpaceX-ის დამფუძნებელმა, ილონ მასკმა განაცხადა, რომ კომპანიამ ყველა საჭირო ზომა მიიღო, რათა რუსულმა არმიამ სატელიტური ინტერნეტის მიმწოდებელი Starlink-ის გამოყენება ვეღარ შეძლოს.

შეგახსენებთ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ოფიციალური კიევი მილიარდერს და მის კომპანიას ღიად აკრიტიკებდა და აცხადებდა, რომ SpaceX-ი არაფერს აკეთებდა, რათა აღეკვეთა რუსული არმიის მიერ დრონების სამართავად Starlink-ის გამოყენება.

უკრაინის ხელისუფლებაში მიიჩნევდნენ, რომ კომპანია საკმარის შემზღუდავ ბერკეტებს არ ქმნიდა, რათა რუსულ ჯარს სატელიტური სერვისის არალიცენზირებული გამოყენება არ შეძლებოდა. მასკმა თქვა, რომ SpaceX-მა ყველა საჭირო ზომა მიიღო და ამჟამად აგრესორ მხარეს ინტერნეტზე წვდომა სრულად აქვს შეზღუდული.

ცნობისთვის, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდგომ მასკის სატელიტურ ინტერნეტზე მოთხოვნა კონფლიქტის ზონაში მკვეთრად გაიზარდა. მასკმა ოფიციალურ კიევს სერვისის სამხედრო მიზნებისთვის გამოყენების უფლება მისცა, თუმცა გარკვეულ ეტაპზე იმავე რესურსის ათვისება რუსეთმაც დაიწყო. ზელენსკიმ მასკს არაერთხელ მოუწოდა, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა, რათა რუსული არმიას მშვიდობიანი მოსახლეობისა და ქალაქების განადგურებისთვის Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტის გამოყენება აღარ შეძლებოდა. იმის მიუხედავად, რომ ამჟამად კრემლს დასავლურ ტექნოლოგიაზე წვდომა შეზღუდული აქვს, დღემდე გაურკვეველი რჩება, როგორ მოახერხა რუსულმა არმიამ ინტერნეტზე წვდომის მოპოვება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები