მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში Starlink-ი არ გაითიშება, ეს ტყუილია — ილონ მასკი

ილონი / SpaceX

ილონ მასკის თქმით, SpaceX-ის სატელიტური ინტერნეტის ქსელი რუსეთის წინააღმდეგ ომში მყოფი უკრაინის ტერიტორიაზე არ გაითიშება. “ეს ტყუილია, ხოლო Reuters-ი იტყუება. ტრადიციულ მედიასაშუალებებს შორის Reuters-ის მჯობნი მხოლოდ AP-ია, ანუ Associated Propaganda”, — დაწერა მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა X-ზე. ამრიგად, დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დონალდ ტრამპი უკრაინასთან მინერალების თაობაზე Starlink-ით ვაჭრობდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს და უკრაინას შორის მინერალების შეთანხმება შედგა. ამ ეტაპზე, დოკუმენტის ხელმოწერის მზაობას ორივე მხარე ადასტურებს და დიდი ალბათობით, ტექსტის საბოლოო ვერსია მაშინ გაფორმდება, როცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პირადად შეხვდება. ამერიკის მხრიდან ფინანსური რესურსებისა და იარაღის მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინას თავისი ბუნებრივი რესურსების, კონკრეტულად, იშვიათი მინერალების გაცემა მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები