მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში ოფიციალურად 14 835 უცხოელი დასაქმდა - კობახიძის ანგარიში

საქართველო

საქართველოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ადგილობრივ დამსაქმებელთან 14 835 უცხოელი დასაქმდა - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული, რომლითაც ირაკლი კობახიძე პარლამენტის წინაშე 27 ივნისს წარდგება.

შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირების მიმართულებით, 2023 წელს ძალაში შევიდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რის შედეგადაც, შეიქმნა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები, გაუმჯობესდა მონაცემთა აღრიცხვა და შრომითი იმიგრანტებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა.

„ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 14 835 შრომითი იმიგრანტი“, - ნათქვამია მოხსენებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები