მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ბოლო ერთ თვეში გაყიდვები 50%-ით გაიზარდა” - Bayo Brewery

bayo brewery

ევრო 2024-ის საფეხბურთო ჩემპიონატის დროს ლუდის მწარმოებლების მოლოდინები საქართველოს ბაზარზე 100%-ით გამართლდა. როგორც ისინი ამბობენ, სპორტულმა მოვლენამ გაყიდვები მნიშვნელოვნად დაასტიმულირა.

კომპანია Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი გიორგი მარუაშვილი ამბობს, რომ ფეხბურთის 1-თვიანი ეფექტი დასრულდა, თუმცა მათი გაყიდვები ამ პერიოდის განმავლობაში 50%-ით გაიზარდა, რაზეც ფეხბურთთან ერთად გავლენა ბრენდული ბარის გახსნამაც იქონია.

“ევროპის ჩემპიონატი ერთ-ერთი ყურებადი სპორტული მოვლენაა, რომელსაც ლუდის გაყიდვების ზრდა მოჰყვება. ეს იყო ერთ თვიანი ეფექტი, რომელიც რიცხვებში გამოჩნდა. ამას დაემატა ის, რომ მოვასწარით და გავხსენით ევროპის ჩემპიონატისთვის ჩვენი საკუთარი ბარი, ყოველდღე გვყავს სტუმრები და გაყიდვები მზარდია.

ჩვენს შემთხვევაში ბოლო ერთ თვეში გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 50%-ით გაიზარდა. აქ იყო როგორც ფეხბურთის ისე ბარის ეფექტი,”- ამბობს გიორგი მარუაშვილი კომპანია Bayo Brewery-ს თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები