მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ბოლო კვირებია საქართველოში ხორბლის ფასი გაიზარდა - ნასარიძე

ხორბალი

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე ამბობს, რომ ფქვილის იმპორტზე საიმპორტო გადასახადის მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ, ქვეყანაში ხორბლის ფასი გაიზარდა.

როგორც პარლამენტში, აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მან თქვა, ბოლო კვირებია მსხვილი საწარმოები კარგი ხარისხის ხორბალს 65 თეთრად იღებენ.

"განყენებულად ქართული ხორბალი და მისი ფასი ვერ იქნება ფორმირებული. უკრაინა-რუსეთის ომი და ხორბლის ტრადიციული ლოგისტიკის რღვევა, ასევე რუსეთის მხრიდან ხორბალზე დაწესებული დაწესებული საიმპორტო გადასახადები, საქართველოშიც ფასთან დაკავშირებით პრობლემა ქმნის. ამიტომ მთავრობამ ჯერ კიდევ ზაფხულში მიიღო გადაწყვეტილებები მათ შორის, ფქვილზე დაწესდა საიმპორტო გადასახადი. გაიზარდა ფქვილის იმპორტი, რის გამოც ხორბლის იმპორტი შემცირდა. ამან განაპირობა ხორბლის გადამმუშავებელი საწარმოების ფაქტობრივი გაჩერება და ხორბლის რეალიზაცია პრობლემის წინაშე დააყენა.

შემდეგ ისევ შეიქმნა პრობლემა რუბლის ფასიდან და გლობალური ბაზრიდან გამომდინარე, 10 ოქტომბრიდან ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში და ფქვილის იმპორტის საფასური კიდევ უფრო 250 ლარამდე გაიზარდა. ფაქტობრივად უპრეცედენტო გადაწყვეტილებებია მიღებული და ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. იმპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით გაბედული ნაბიჯები გადაიდგა, რათა ადგილობრივი ხორბლის რეალიზაციას ხელი შეეწყოს. ჩვენი ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაა შიდა ბაზარზე ფასის ზრდის დინამიკა შეიმჩნევა როგორც საფურაჟე, ასევე სასურსათო მიმართულებით. მსხვილი კომბინატები დაახლოებით 65 თეთრად იღებენ შესაბამისი ხარისხის ხორბალს, ხოლო საფურაჟე ხორბლის ღირებულება კი 50-55 თეთრის ფარგლებშია", - ამბობს ნასარიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები