მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბოლო კვლევებით თაფლში ანტიბიოტიკების ნარჩენები 54%-დან 8%-მდე შემცირდა"

5e43e55dea15f
ინგა მურუსიძე
13.02.20 09:45
1395
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რიგის ლაბორატორიაში გაგზავნილი 99 ნიმუშიდან მხოლოდ 8%-ში აღმოჩნდა აკრძალული ანტიბიოტიკების ნარჩენები, მაშინ როცა შარშანდელ მონაცემში 54%-ს აღწევდა, - ამის შესახებ bm.ge-ის „მერსი ქორფსი საქართველოდან“ აცნობეს.

"აღნიშნული მიღწევა მნიშვნელოვანია, როგორც თაფლის მომხმარებლების  უფლებების კუთხით, ასევე, ხელს შეუწყობს ქართული თაფლის ექსპორტს. საერთაშორისო რეგულაციებით (ევროკავშირი, აშშ, გალფის ყურის ქვეყნები, იაპონია, ა.შ.)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია თაფლმა დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები, სადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი თაფლის უვნებლობაა: თაფლში ანტიბიოტიკების, პესტიციდების, მძიმე მეტალებისა და სხვადასხვა დამაბინძურებელი ნივთიერების შემცველობა, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.

თითქმის ორწლიანი მოლაპარაკებების შედეგად „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ მიერ წარმოებული „ნენას“ თაფლი უკვე იყიდება კანადაში, იაპონიასა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

ქართული თაფლის საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაციის მიზნით, შეიქმნა ორი მნიშვნელოვანი პლატფორმა: www.honeyofgeorgia.com და www.jarahoney.com, ასევე, ქართული თაფლის საპრომოუშენო ვიდეო რგოლი ქართული თაფლი, საქართველოს ოქრო, ქართული თაფლის და ჯარას თაფლის კატალოგები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები