მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო ორ დღეში 100 000-მდე უკრაინელია ევაკუირებული - ზელენსკი

622aa9bb8d505
თელარა გელანტია
11.03.22 05:44
615
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით, 100 000-მდე უკრაინელია ევაკუირებული.

„დღეს ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზება. სუმი, ტროსტიანეცი, კრასნოპილია, ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი, იზიუმი. დღეს <10 მარტს> 40 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

ასევე მიიტანილ იქნა ჰუმანიტარული ტვირთები. ასობით ტონა საკვები, წამალი.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ გადავარჩინოთ ჩვენი ხალხი ქალაქებში, რომელთა განადგურებაც მტერს სურს. ბოლო ორ დღეში, თითქმის 100 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები