მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები [ევროკომისიის] შეფასებაში ასახული არ იყო“ - პაპუაშვილი

649540f98fce2
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.23 10:49
468
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკომისიის მიერ საქართველოს, მოლდოვას და უკრაინის მიერ რეკომენდაციების შესრულების შეფასება საქართველოსთვის მიღწევა იყო, რამეთუ საქართველოს და მოლდოვას 3 რეკომენდაცია აქვთ შესრულებული, ხოლო უკრაინას - ორი.

როგორც შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განმარტა, საკანონმდებლო ორგანო ბოლო პერიოდში აქტიურად მუშაობდა ამ მიმართულებით და რამდენიმე საკანონმდებლო გადაწყვეტილება ევროკომისიის გუშინდელ შეფასებაში შესული არ იყო.

„საზოგადოებამ გუშინ ნახა, რომ ის შეფასებები, რომლებიც ჩვენ გუშინ ევროკომისარისგან მოვისმინეთ ადასტურებს იმას თუ რამხელა შრომა გაწია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციების შესრულებისთვის, გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას მხოლოდ ორი რეკომენდაცია აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება აქაც დიდი პროგრესია. კარგია რომ პირველად იყო ეს შესაძლებლობა, როდესაც ჩვენ შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა ის მოლოდინები რომლებიც ევროკომისიას ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით აქვს. ჩვენ დარწმუნებული ვართ ოქტომბრის ბოლოსთვის ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება.

როგორც ჩანს ბოლო პერიოდში მიღებული გადაწყვეტილებები ამ შეფასებაში ასახული არ იყო. პარლამენტი ბოლო კვირებში ინტენსიურად მუშაობდა და რამდენიმე კანონი მივიღეთ, ასე რომ ჩვენ გვექნება დიალოგი ბრიუსელთან და შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც დაგეგმილი გვაქვს სათანადოდ იყოს ასახული.

ამავე დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის მიღწევა რომ საქართველოს და მოლდოვას სამი რეკომენდაცია აქვს მიღწეული და უკრაინას ჯერ კიდევ ორია. ეს მიღწევაც მნიშვნელოვანია თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოს, რომელშიც პარლამენტს მუშაობა უწევდა. ოპოზიციური ბოიკოტი, ობსტრუქცია, დეზინფორმაციული კამპანიები საქართველოს წინააღმდეგ და მიუხედავად ამისა საქართველომ შეძლო და ლიდერ პოზიციებზეა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულება შეაფასა. მისი განცხადებით, საქართველოს ბევრი ნაბიჯი რჩება გადასადგმელი სასამართლო რეფორმის, დეოლიგარქიზაციის, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების, მედიათავისუფლების მიმართულებით.

ამის შესახებ ოლივერ ვარჰეიმ ევროპული საბჭოსთვის ევროკომისიის მიერ უკრაინის; საქართველოს და მოლდოვის მიერ მიღწეული პროგრესის შესახებ გაკეთებული ზეპირი პრეზენტაციის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები