მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ელოდებით წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მიღებას? - პაპუაშვილის პასუხი

641b54e377b46
ალა ისპირიანი
22.03.23 23:11
1018
გასული წლის ივნისში ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა. საქართველომ კი ევროკომისიისგან მხოლოდ კანდიდატობის პერსპექტივა მიიღო. მაშინ კომისიის პრეზიდენტის მხრიდან ითქვა, რომ ქვეყანამ უნდა დააკმაყოფილოს EU-ს მიერ განსაზღვრული მოთხოვნები, რათა მომავალში მაინც შეძლოს კანდიდატის სტატუსის მიღება.

საქართველო აღნიშნულ სტატუსს წლის ბოლოს კვლავ ელოდება, თუმცა საკითხავია, როგორ შესრულდება ის 12 რეკომენდაცია, რომელიც საქართველომ უნდა დააკმაყოფილოს.

აღნიშნულ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში თქვა, რომ გასულ წელს EU-ს გადაწყვეტილება უსამართლო იყო.

"იანვარში, როდესაც ევროკომისიამ საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის საბოლოო შეფასება გამოაქვეყნა, ჩვენ ვართ ლიდერი ამ სამეულში და ჩვენ ვიმსახურებდით სტატუსს ჯერ კიდევ შარშან. სამწუხაროდ, მაშინ ქართველი ხალხის მიმართ სამართლიანი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. გადაწყვეტილება მაშინ არ იყო დამსახურებაზე დაყრდნობილი, არამედ ის იყო რაღაც სხვა პოლიტიკური კონტექსტით ნაკარნახევი. მაშინ იყო უსამართლო და იმედი მაქვს, ახლა იქნება სამართლიანი.

მაგრამ, ჩვენი მხრივ, ერთი რამ შეგვიძლია გავაკეთოთ, თუ ეს გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და დამსახურებაზე დაფუძნებული, ჩვენ მივცეთ ყველას შესაძლებლობა, რომ ეს დამსახურებები აღიარებული იყოს.

რაც შეხება რეკომენდაციების შესრულებას, ფაქტობრივად, ბოლოში ვართ გასული.

დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით ჩვენ და მოლდოვამაც უკრაინული ასლი გააკეთა, მათაც რეკომენდაცია მიიღეს. უკრაინულზე ჯერჯერობით დუმს ვენეციის კომისია, წელიწადნახევარია არ ასაჯაროებს ამ რეკომენდაციებს, თუმცა უკრაინაში ეს კანონი მოქმედებს და ევროკავშირისგან მოწონებულია. ვენეციის კომისიამ შენიშვნები გვითხრა, რა არის ჩასასწორებელი ამ პროექტში და ამას, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებთ", - თქვა პაპუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები