მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო რვა თვეში ექსპორტზე $93.1 მილიონის თხილი გავიდა - საექსპორტო ფასი გაიზარდა

თხილი

2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 მარტის ჩათვლით პერიოდში, საქართველოდან 15.0 ათასი ტონა თხილია ექსპორტირებული. ამის შესახებ ინფორმაციას "ქართული ოცნების" მთავრობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თანახმად, ბოლო 8 თვეში ექსპორტირებული თხილის ღირებულება 93.1 მლნ აშშ დოლარია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 2.6 ათასი ტონით (21%-ით), ხოლო ღირებულება - 25.9 მლნ აშშ დოლარით (39%-ით) გაიზარდა.

ამასთან, თხილის საშუალო საექსპორტო ფასი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 15%-ით გაიზარდა და 6.23 $/კგ შეადგინა.

ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე - იტალიაში, ესპანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, პოლონეთში, ჩეხეთში, განხორციელდა. გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ექსპორტი განხორციელდა სომხეთში, ჩინეთში, თურქეთში, ისრაელში, რუსეთში, უკრაინაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები