მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ბოლო სამ თვეში, მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი გააძევა, რამდენიც ჯამურად გასულ წელს - კობახიძე

კობახიძე

ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი გააძევა, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად.

„აქტიური მუშაობა მიმდინარეობს უკანონო მიგრაციის აღმოსაფხვრელად. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას. ბოლო სამ თვეში, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა გააძევა ქვეყნიდან თითქმის იმდენივე უკანონო მიგრანტი, რამდენიც მთელი გასული წლის განმავლობაში. ეს სტატისტიკაც მეტყველებს იმაზე, რომ ეფექტიანობის ხარისხი არის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული და შსს ბევრად უფრო ეფექტიანად მუშაობს ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველა მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები