მსოფლიოს უმსხვილესმა ავტომწარმოებელმა, იაპონურმა Toyota-მ უახლესი სტატისტიკური მონაცემები გაასაჯაროვა. აღნიშნულის მიხედვით, ჰოლდინგურ კომპანიაში არსებული ბრენდების გაყიდვებმა, ბოლო სამ თვეში, 8.3%-ით გაიზარდა.
ამ პერიოდში, Toyota-მ 5,596,183 ავტომობილი გაყიდა, რაც იაპონური კომპანიის ავტომობილების მიმართ მზარდ მოთხოვნაზე მიუთითებს. აღნიშნული ზრდის გარკვეული, მაგრამ ძალიან მცირე ნაწილი მოდის ტოიოტას ჯგუფში შემავალ ნიშურ კომპანიებზე, Daihatsu-ზე და Hino Motors-ზე.
შემოსავლის უდიდეს ნაწილს, ცხადია, იაპონური გიგანტი Toyota-ს და Lexus-ის ბრენდის ავტომობილების გაყიდვით იღებს და, როგორც ჩანს, მოთხოვნა აბსოლუტურად ყველა კონტინენტზე იზრდება. აფრიკაში, მაგალითად, გაყიდვებმა 22%-ით იმატა, ახლო აღმოსავლეთში - 17%-ით, ჩრდილოეთ ამერიკაში თითქმის 10%-ით, ევროპაში კი - 7%-ით. Toyota-ს ბრენდის ავტომობილების გაყიდვების ძალიან მწირი ზრდა ფიქსირდება ჩინეთში, საუბარია 1%-ზე, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩინეთის მთავრობის სუბსიდიებს და ელექტრომობილებზე მზარდ მოთხოვნას და ამ მხრივ, ჩინეთში სწორედ ჩინური ბრენდები ლიდერობენ.
პარალელურად ამისა, Toyota-ს ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება იაპონიაში, რაც მიწოდების ჯაჭვებში არსებული პრობლემების აღმოფხვრას უკავშრიდება. ჯამში კი, წინა კვარტალში, Toyota-მ 1.8 მილიონზე მეტი ელექტრომობილი გაყიდა, რაც 38%-ით მეტია, ვიდრე შარშან.