მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Bolt-ი $1,9 მლრდ-ად შეაფასეს

5ece93a8d7cc0
BM.GE
27.05.20 20:19
1373
Bolt-ი $1,9 მლრდ-ად შეაფასეს.

Bolt-ი ესტონეთში დაარსდა, მისი მოხმარებელთა საერთო რაოდენობა მსოფლიოს 150 ქალაქში (ევროპა და აფრიკა) უკვე 30 მლნ-ს აჭარბებს. განვითარების სწრაფი ტემპის გამო, ესტონური წარმოშობის ტაქსის სერვის-კომპანიას ხშირად UBER-ის კონკურენტადაც მოიხსენიებენ.

კომპანია Bolt-მა დაასრულა ფინანსირების მოზიდვის მორიგი რაუნდი, რითიც გაზარდა თავისი კაპიტალიზაცია 1,7 ევრომდე ($1,9 მლრდ).Bolt-მა ინვესტიცია ბრიტანული ვენჩურული ფონდიდან – Naya Capital-დან მოიზიდა. ინვესტიციის საერთო მოცულობამ 300 მლნ ევროს გადააჭარბა.

ცნობისთვის, ბრიტანული ფონდი Naya Capital ესტონურ კომპანია Bolt-ში ინევსტირებას 2019 წლიდან ახორციელებს.