მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Uber-ი ნიდერლანდებში €290 მილიონით დაჯარიმდა

netherland

ტაქსის გამოძახების კომპანია Uber ნიდერლანდებში €290 მილიონით დაჯარიმდა - როგორც ჰოლანდიის მონაცემთა დაცვის სააგენტო (DPA) აცხადებს, მიზეზი Uber-ის მიერ ევროპელი მძღოლების პერსონალური ინფორმაციის აშშ-ში გადაგზავნაა, რაც ევროკავშირის კანონთან თანხვედრაში არ არის.

უწყების ინფორმაციით, Uber-მა უკვე შეწყვიტა აღნიშნული ქმედება.

"Uber-მა ტაქსის ევროპელი მძღოლების პერსონალური მონაცემები ამერიკის შეერთებულ შტატებში გადაგზავნა და მათი სათანადო დაცვა ვერ უზრუნველყო. აღნიშნული ქმედება "მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის" (GDPR) უხეში დარღვევაა", - ნათქვამია DPA-ის განცხადებაში.

Reuters-ის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ფრანგი მძღოლების საჩივრის საფუძველზე დაიწყო.

თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ დაკისრებული ჯარიმა ჩადენილი დანაშაულის შეუსაბამოა და Uber-ი სააგენტოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

"ეს არასწორი გადაწყვეტილება და უზარმაზარი ჯარიმა სრულიად გაუმართლებელია. Uber-ის მონაცემთა ტრანსსასაზღვრო გადაცემის პროცესი სრულად შეესაბამებოდა GDPR-ს EU-სა და ევროკავშირს შორის არსებული სამწლიანი გაურკვევლობის პერიოდში. ჩვენ გავასაჩივრებთ და დარწმუნებულები ვართ, საღი აზრი გაიმარჯვებს", - განუცხადა Uber-ის წარმომადგენელმა Reuters-ს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები